სიყვარული
სიყვარული Camp Orange-ისთვის ნიშნავს ზრუნვას თითოეულ ბავშვზე, ერთმანეთის მხარდაჭერას და თანაგრძნობას. ეს არის გარემო, სადაც ყველა გრძნობს, რომ მიღებულია, დაცულია და მნიშვნელოვანია.
Camp Orange არის YMCA Georgia-ს ახალგაზრდული ბანაკი, რომელიც 2015 წლიდან აქტიურად ქმნის სივრცეს, სადაც ბავშვები და მოზარდები იზრდებიან, ძლიერდებიან და საკუთარ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ. წელს უკვე მე-11 სეზონს ვიწყებთ - გამოცდილებით, ტრადიციებითა და ათასობით მოგონებით, რომელიც Camp Orange-ის ისტორიას ყოველდღიურად აგრძელებს.
ჩვენი ბანაკი მდებარეობს შეკვეთილის მახლობლად, ფორთოხლის პლანტაციაში, ზღვიდან დაახლოებით 4 კილომეტრის მოშორებით. Camp Orange-ის სივრცე თავიდანვე შეიქმნა სპეციალურად საბანაკედ - სრულად იზოლირებული, ბუნებასთან ახლოს და უსაფრთხო გარემოში, სადაც ბავშვებს შეუძლიათ თავისუფლად მოძრაობა, თამაში, აღმოჩენა და განვითარება.
უსაფრთხოება Camp Orange-ის უმთავრესი პრიორიტეტია. გვჯერა, რომ ბავშვის ფიზიკური და ემოციური დაცულობა მხოლოდ წესებით არ იქმნება - ის იქმნება ყოველდღიური ყურადღებით, ინკლუზიური გარემოთი, დეტალებზე ორიენტირებითა და ორგანიზაციული კულტურით. სწორედ ამიტომ, ჩვენი ინფრასტრუქტურა და პროგრამა შექმნილია საერთაშორისო უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით, ხოლო გუნდი მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ თითოეულ მონაწილეს ჰქონდეს დაცულობის, მხარდაჭერისა და კუთვნილების განცდა.
სიყვარული Camp Orange-ისთვის ნიშნავს ზრუნვას თითოეულ ბავშვზე, ერთმანეთის მხარდაჭერას და თანაგრძნობას. ეს არის გარემო, სადაც ყველა გრძნობს, რომ მიღებულია, დაცულია და მნიშვნელოვანია.
პატიოსნება ნიშნავს გულწრფელობას საკუთარ თავთან და სხვებთან. ბავშვები სწავლობენ სიმართლის თქმას, ნდობის შენარჩუნებას და სწორი არჩევანის გაკეთებას მაშინაც კი, როცა ეს მარტივი არ არის.
პატივისცემა არის ერთმანეთის განსხვავებების მიღება და დაფასება. Camp Orange-ში ბავშვები სწავლობენ, რომ თითოეული ადამიანი უნიკალურია და ყველას აქვს თავისი ადგილი გუნდში და საზოგადოებაში.
პასუხისმგებლობა ნიშნავს საკუთარ ქცევებზე, არჩევანზე და გუნდზე ზრუნვას. ბავშვები სწავლობენ, რომ მათი მოქმედებები გავლენას ახდენს სხვებზე და გარემოზე, ამიტომ მნიშვნელოვანია გააზრებული გადაწყვეტილებების მიღება.